
მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში და ჩვენ მისი დახსნა უნდა შევძლოთ, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა საქალაქო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელმაც შექმნა თანამედროვე სახელმწიფო და დააარსა პროკურატურა, სასამართლო, ეს ადამიანი არის ტყვეობაში. ჩვენ ამ ადამიანის ტყვეობიდან დახსნა უნდა შევძლოთ. ქართველმა, არაქართველმა, ნებისმიერმა საქართველოში მაცხოვრებელმა ადამიანმა.
მე ამისთვის ვარ აქ, რომ მიხეილ სააკაშვილი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი რუსეთის ტყვეობიდან დავიხსნა. ეს უამრავი ადამიანიც ამიტომ არის აქ“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
ასევე ნახეთ:






















