
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი facebook გვერდი გატეხეს, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„სუსმა, როგორც ჩანს, მოახერხა მაინც ჩემი პეიჯის გატეხვა, უკვე მეორეჯერ, რაღაც სრულიად გაურკვეველი ტექსტით.
ახლა მივწერე Facebook-ს რომ დამატებით დაცვები დაამატოს. მაინც არაფერი არ გამოგივათ მეგობრებო, არც ერთ ამ თემაზე, რომელზეც ახლა ნერვიულობთ. რისი თქმა უნდოდათ, ამ ტექსტით, ეგეც ვერ გავიგე ბოლომდე…“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ პოსტი დაწერა, რომელიც მალევე წაშალა. პოსტში ყოფილი პრეზიდენტი წერდა, რომ ახალი მძლავრი კამპანიაა საჭირო, სახელწოდებით – „ივანიშვილი გკლავს“.
ნახეთ აუცილებლად საკითხავი ინფორმაციები ⇓























