08:41 | 2021-11-16 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტად გამოიყურება – ექსპრეზიდენტი თინა ბოკუჩავამ მოინახულა

მიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტად გამოიყურება – ექსპრეზიდენტი თინა ბოკუჩავამ მოინახულა

მიხეილ სააკაშვილი გვიან ღამით მისმა თანაპარტიელმა თინა ბოკუჩავამ მოინახულა. დეპუტატის განცხადებით, სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმებულია და მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა სჭირდება.

 

ბოკუჩავას განმარტებით, მას ყოფილი პრეზიდენტის ნახვის საშუალება მცირე დროით მისცეს და ციხის ტერიტორიის დატოვებისას, პროცედურულად შეაყოვნეს.

 

დარწმუნებული ვარ, ნათლიათქვენს და მის სისტემას მამათქვენის მოკვლის 3 თუ 4 მცდელობა არ ჰქონია, მაგრამ შურისძიებას კარგი არასდროს არავისთვის მოუტანია - კობა დავითაშვილის შვილი
2021-11-16დარწმუნებული ვარ, ნათლიათქვენს და მის სისტემას მამათქვენის მოკვლის 3 თუ 4 მცდელობა არ ჰქონია, მაგრამ შურისძიებას კარგი არასდროს არავისთვის მოუტანია - კობა დავითაშვილის შვილი

 

„მიხეილ სააკაშვილთან ჩემი შეხვედრა ძალიან მალე დასრულდა. შემდეგ კი, ციხის ადმინისტრაცია არ მაძლევდა შენობის დატოვების შესაძლებლობას. შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოიყურება ძალიან სუსტად და არის ძალიან ფერმკრთალი“, – განაცხადა ბიკუჩავამ.

 

ღამით ციხესთან იმყოფებოდა ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმიც. ნიკოლოზ ყიფშიძემ სააკაშვილის მონახულება ვერ შეძლო, თუმცა მისი განცხადებით მიზეზი ციხის ადმინისტრაციას არ განუმარტავს.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X