21:04 | 2021-11-19 ავტორი:

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობას ოფიციალურად დათანხმდა

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობას ოფიციალურად დათანხმდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შემდეგი რეაბილიტაციისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობაზე თანახმაა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განუცხადა.

 

„მიხეილ სააკშვილი დღეს იქნება გადაყვანილი გორის ჰოსპიტალში და ხვალიდან უკვე მნიშვნელოვანია დავადგინოთ მისი სამედიცინო დღის წესრიგი პუნქტობრივად. მისი ტრანსპორტირება განხორციელდება მოგვიანებით, არ ვამბობ ზუსტ დროს, ასე ითხოვს უსაფრთხოების ზომები, მინდა ვთხოვო ყველას, შეფერხებები არ შექმნას აქ დგომით, უბრალოდ არ გამოვა რეანომობილი თუ აქ იქნება ადამიანების სიმრავლე. მისი პირადი ექიმი, ქალბატონი გიული, რომელიც ახლა მოვა, დარჩება მასთან, ვიდრე მას გადაიყვანენ და ჩვენ წავალთ გორში, მოვახდენთ ინსპექტირებას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით უკეთესია, კონტაქტურია, კომუნიკაბელურია, რამე მძიმე გართულებები არ აქვს“, – განაცხადა გვარამიამ.

 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 50-ე დღეა, შიმშილობს. რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას შეწყვეტს, თუ რეაბილიტაციისთვის სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანდნენ.

 

დღე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობა შესთავაზა, რაზედაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა.

ავტორი:

X