16:11 | 2021-10-05 ავტორი: Prime Time

მიხეილ სააკაშვილი ქუთაისელებს წერილს უგზავნის

მიხეილ სააკაშვილი ქუთაისელებს წერილს უგზავნის

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქუთაისელებს წერილს უგზავნის.

 

„ჩემო ძვირფასო, განსაკუთრებულო ქუთაისელებო

 

იცით როგორ მიყვარხართ და მიყვარს თქვენი ქალაქი. რამხელა გეგმები მაქვს თქვენზე. მინდა რომ თქვენ დაგიბრუნდეთ უმნიშვნელოვანესი ცენტრის სტატუსი და აღარ გიხდებოდეთ გადახვეწა უცხოეთში, არამედ საკუთარ სახლში გქონდეთ მრავალგზის გაზრდილი შემოსავალი.

 

ახლა თქვენ გყავთ უმაგრესი კანდიდატი – შევხვდი ხატიას და დიდი მადლობა, რომ პირველ ადგილზე გაიყვანეთ და აუცილებლად ბოლომდე უნდა გაიმარჯვოს, ე.ი გავიმარჯვო მეც და რაც მთავარია თითოეულმა თქვენგანმა.

 

გთხოვთ იაქტიურეთ, საქართველოს და თითოეული თქვენგანის (ჩვენგანის) ბედი წყდება“,- ნათქვამია წერილში.

 

 

ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X