
ალტერნატიული კონსილიუმის წევრი ექიმის, ლალი ჯავაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ვერ გამოჯანმრთელდება.
„მიხეილ სააკაშვილი სომატურად მოსავლელია, მას რამდენიმე ძალიან სერიოზული პათოლოგია აქვს ერთად თავმოყრილი, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი კუჭნაწლავის ტრაქტის მდგომარეობა.
ძალიან სერიოზული დისპეფსიური მოვლენებია. მისი მართვა და გამოჯანმრთელება ვერ მოხდება საქართველოს ვითარებაში, ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი ტიპის კლინიკა და არ გვაქვს გამოცდილება “, – აღნიშნა ლალი ჯავაშვილმა მედიასთან.






















