
სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საზოგადოებას ოფიციალურად გააცნო ელის-მარია სააკაშვილი.
ეს მისი უმცროსი ქალიშვილია, რომელიც სოფო ნიჟარაძისგან ჰყავს.
მათი ერთობლივი ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„ეს პირველი ახალი წელია, რომელსაც ციხეში ვხვდები, მაგრამ შევეცადე ოპტიმიზმი მაინც არ დამეკარგა და ამაშიც მეპოვნა სიკეთის მარცვალი. დიახ, სამაგიეროდ, წელს პირველი წელია, როდესაც ტელევიზორის ეკრანიდან თავის დედიკოსთან ერთად სცენიდან მოგვესალმება “მთავარი არხის” საახალწლო კონცერტის ყველაზე პატარა მონაწილე, ელის მარია სააკაშვილი. ჩემი ყველაზე საყვარელი გოგო და ყველაზე უმცროსი შვილი. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა მაქვს და ჩემი ახალი წელი სხვებისგან გამორჩეულია არა ციხის კედლებით, არამედ ჩემი საყვარელი გოგოს სატელევიზიო დებიუტით“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ნახეთ ფოტოები ⇓






















