15:04 | 2021-10-01 ავტორი: Prime Time

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაშია, ის ბოლო 4 დღეა კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამსტერდამიდან უკრაინაში 24 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც მას ქვეყანა არ დაუტოვებია და ბოლო 4 დღის განმავლობაში კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება.

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლა არაერთხელ დაუანონსებია. მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მმართველ პარტიასა თუ ოპოზიციაში კომენტარებიც ბევრჯერ გაკეთდა.

 

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა ბოლოს 2 ოქტომბრის საღამოს დააანონსა. მან სოციალურ ქსელში ბილეთებიც გამოაქვეყნა.

 

დღეს დილით კი სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსით: „დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“,- წერს მიხეილ სააკაშვილი. მოგვიანებით ექსპრეზიდენტმა ორი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებდა, რომ ბათუმში იმყოფება.

 

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გავრცელებული ვიდეოები ყალბია და სააკაშვილს უკრაინის საზღვარი არ დაუტოვებია. იმავეს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით რეალურია.

 

ასევე ნახეთ: სასტუმრო ტრუცკავეცში, სადაც ამჟამად მიხეილ სააკაშვილი იმყოფება

 

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X