20:56 | 2021-09-11 ავტორი: Prime Time

მიხეილ სააკაშვილის დროს სახელმწიფო გვქონდა – თაკო ჩარკვიანი

მიხეილ სააკაშვილის დროს სახელმწიფო გვქონდა – თაკო ჩარკვიანი

„მიხეილ სააკაშვილს ციხეში ყოფნა არ უნდა მოუწიოს“, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

Exclusive: რას ყვება კაცი, რომელსაც ყოფილმა ცოლმა „ქურდებთან“ უჩივლა - დაკითხვის ოქმი
2021-09-11Exclusive: რას ყვება კაცი, რომელსაც ყოფილმა ცოლმა „ქურდებთან“ უჩივლა - დაკითხვის ოქმი

 

მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტის  დროს სახელმწიფო გვქონდა.

 

„ის პრეზიდენტი, რომელსაც სამართლებრივი სისტემის დროს ჰქონდა შეცდომები, თუმცა მის დროს გვქონდა სახელმწიფო, ნამდვილად დიდი სირცხვილი იქნება ჩვენი, უკრაინამ არ დააჭერინა და ქართველებმა დავაჭერინოთ.

 

მიხეილ სააკაშვილს ციხეში ყოფნა არ უნდა მოუწიოს. გაიჟღერა – დაიჭირონ და მერე რა! – არა, მერე რა. დაიჭირონ – ასე არ არის. უკაცრავად. პუტინის მანქანა ებრძვის, რადგან ის არის მასშტაბური პოლიტიკოსი. შეიძლება მის დროს შეცდომები უთუოდ იყო, მაგრამ ძალიან კარგად იციან, რომ გარანტორი ევროატლანტიკური სივრცის საქართველოში მიხეილ სააკაშვილი იყო, აქ სხვა ბრძოლაა“, – განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში თაკო ჩარკვიანმა.

 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა დააანონსა.

 

ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X