
ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროში შეხვედრა გაიმართება, რომელსაც იუსტიციის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი და ომბუდსმენი დაესწრებიან.
სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ ის დეპუტატები, რომელიც მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემსწავლელ სპეციალურად შექმნილ ჯგუფთან ერთად, მონიტორინგს აწარმოებენ. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში 18:00 საათზეა ჩანიშნული.






















