19:49 | 2021-11-18 ავტორი: Prime Time

იყო მცირეხნიანი გონების კარგვა, რომელიც ახლა არის აღდგენილი – პენიტენციური სამსახურის ექიმის პირველი კომენტარი სააკაშვილის მდგომარეობაზე

იყო მცირეხნიანი გონების კარგვა, რომელიც ახლა არის აღდგენილი – პენიტენციური სამსახურის ექიმის პირველი კომენტარი სააკაშვილის მდგომარეობაზე

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია, – ამის შესახებ N18 დაწესებულებიდან გამოსულმა რეანიმატოლოგმა განაცხადა, რომელიც სააკაშვილთან კონსულტაციაზე იყო მისული.

 

„პაციენტი აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაშია. ჰემოინამიკა, ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები არის ნორმის ფარგლებში.  ხანმოკლე, მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად მისი მდგომარეობა სტაბილურია.

 

პაციენტს სინკოპე დაემართა, ამ შემთხვევაში იყო მცირეხნიანი გონების კარგვა, რომელიც ახლა არის აღდგენილი. იყო ჰიპერტენზია, არტერიული წნევა იყო მაღალი, როდესაც გავსინჯეთ, ახლა რეანიმაციაში წევს. მუშაობს ბრიგადა, არის მორიგე ექიმიც“, – განაცხადა ექიმმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X