
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობას სთავაზობს უცხოეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას. ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა საგანგებო ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.
„ვიპოვე ავიაკომპანიები, რომლებიც უახლოეს დღეებში, ჩამოიყვანენ 1000 ადამიანს გერმანიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან და უკრაინიდან. ასევე ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ჩამოვიყვანოთ რამდენიმე ათასი ადამიანი ავტობუსებით საბერძნეთიდან და თურქეთიდან.
ჩვენ საქართველოს მთავრობისგან გვჭირდება ნებართვა შემოუშვას უკრაინული ავიაკომპანია „სკაილაბ“, რომელიც უსასყიდლოდ ჩამოიყვანს საქართველოს მოქალაქეებს“, – განაცხადა მიხეილ სააკასვილმა.
მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:
- საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა.
- 27 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 82-მდე გაიზარდა.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა.
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს






















