
მკურნალობის მესამე დღე გორის სამხედრო ჰოსპიტალში – მიხეილ სააკაშვილთან დღეს ადვოკატები შევლენ. ეს იქნება უფლებადამცველების პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც პატიმარი ექსპრეზიდენტი მკურნალობის გასაგრძელებლად ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
დღეს არის მესამე დღე, რაც მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ადგილზე არსებულ ვითარებას, სამხედრო ჰოსპიტალთან უსაფრთხოების მიზნით კვლავ სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი ოჯახის წევრები მივიდნენ. ექსპრეზიდენტის უკრაინელ მეუღლეს ლიზა იასკოს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის დედას გიული ალასანიას, მისი თქმით, ის შვილის მონახულებას გუშინაც ცდილობდა, თუმცა არასამუშაო საათების გამო ვერ მოახერხა.
„გუშინ ვიყავი მოსული და არ შემიშვეს სამუშაო საათები დასრულებულიაო და ახლა ვცდილობ, რომ შევიდე. არავითარი ინფორმაცია არ მაქვს, ველოდები რომ შემიშვან,” – განაცხადა გიული ალასანიამ.
ასევე დაგაინტერესებთ:
სასიხარულო ინფორმაცია სოციალურად დაუცველებისთვის – მთავრობის ახალი ინიციატივა
სოფო ნიჟარაძე ელის მარია სააკაშვილის ახალ ფოტოს აქვეყნებს
ფოტოები – აბაშის რაიონში კამეჩმა უცნაური ცხოველი გააჩინა
ამირან გამყრელიძე ანტიბიოტიკებთან დაკავშირებით საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს























