17:50 | 2021-11-04 ავტორი: Prime Time

მიხეილ სააკაშვილმა დამავალა, გადავცე მის უწმინდესობას, რომ კვლავ გააგრძელებს შიმშილობას – მიქაელ ბოტკოელი

მიხეილ სააკაშვილმა დამავალა, გადავცე მის უწმინდესობას, რომ კვლავ გააგრძელებს შიმშილობას – მიქაელ ბოტკოელი

“მიხეილ სააკაშვილმა დამავალა, გადავცე მის უწმინდესობას, რომ ის კვლავ გააგრძელებს შიმშილობას, რადგან ეს არის მისი პრინციპული პოზიცია“,- ამის შესახებ პატრიარქის დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით,სააკაშვილი გრძნობს მისი უწმინდესი ყურადღებას.

 

“ბატონმა მიხეილმა მადლობა და გადაუხადა მის უწმინდესობას, უკვე მეორედ ვესტუმრე მას და ის გრძნობს მისი უწმინდესობის ყურადღებას. მან აღნიშნა, რომ ის პატივს სცემს მის უწმინდესობას. მან დამავალა, რომ გადავცე მის უწმინდესობას, რომ ის კვლავ გააგრძელებს შიმშილობას, რადგან ეს არის მისი პრინციპული პოზიცია და ამ პოზიციაში კორექტირების შეტანას ამ ეტაპზე არ აპირებს”, – განაცხადა ბოტკოველმა.

ავტორი: Prime Time

X