16:25 | 2021-10-07 ავტორი: Prime Time

მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქის თხოვნა არ გაითვალისწინა – ის შიმშილობას აგრძელებს

მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქის თხოვნა არ გაითვალისწინა – ის შიმშილობას აგრძელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პატრიარქის თხოვნით შიმშილობის შეწყვეტაზე უარი თქვა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

„მისი უწმინდესობის კურთხევით, დღეს მოვინახულე მიხეილ სააკაშვილი, მას გადავეცი მისი უწმინდესობის მოკითხვა და ლოცვა-კურთხევა და გადავეცი მისი უწმინდესობის თხოვნა, შიმშილობასთან დაკავშირებით. ბატონმა მიხეილმა მოიკითხა მისი უწმინდესობა, მთხოვა გადავცე, რომ მას პატივს სცემს და მოვიკითხო დიდი პატივისცემით. რაც შეეხება შიმშილობას, მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მას მიღებული აქვს და ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს, ამ თხოვნასთან დაკავშირებით ასეთი პასუხი მითხრა,“ – ამბობს პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.

 

ასევე წაიკითხეთ და ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X