
“პრაიმტაიმს“ წყარომ აცნობა, რომ „მიხეილ სააკაშვილმა კუჭის რეზექცია გაიკეთა, ანუ ბარიატრიულ ქირურგიას მიმართა“.
ინფორმაციის გადასამოწმებლად „პრაიმტაიმი“ ექსპრეზიდენტის დედას, გიული ალასანიას დაუკავშირდა, თუმცა მის მობილურ ტელეფონზე ოჯახის ახლობელმა გვიპასუხა, რომელმაც კითხვაზე საპასუხოდ, სააკაშვილის პირად ექიმთან გადაგვამისამართა.
„არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია. ჰოლანდიაში გაკეთებულ ოპერაციაზე ნამდვილად არაფერი ვიცი“ – გვითხრა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
დაზუსტება: გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებმა დაადასტურეს, რომ ექსპრეზიდენტს კუჭის რეზექცია ნამდვილად გაკეთებული აქვს, თუმცა დიდი ხნით ადრე, ვიდრე საქართველოში დაბრუნდებოდა.
თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილმა ოპერაცია 23 სექტემბრს გაიკეთა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ამ დროს ფრანკფურტში, კონფერენციაზე იმყოფებოდა, რაც თავისთავად გამორიცხავს, ამავე დღეს ჰოლანდიაში ოპერაციის ჩატარებას.
ასევე დაგაინტერესებთ:






















