
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და თეა წულუკიანს მახინჯი უწოდა.
„ეს მახინჯი საქართველოს გამტყუნებაზე ოცნებობს და ჩალიჩობს“ – დაწერა სოციალურ ქსელში სააკაშვილმა თეა წულუკიანის მისამართით.
ექს-პრეზიდენტის გაღიზიანება წულუკიანის იმ განცხადებას მოჰყვა, სადაც იუსტიციის მინისტრი ჰააგაში რუსეთ-საქართველოს სამართლებრივი აფასებს.
„მტკიცებულებებს ვიცნობ, რაც მოვაგროვეთ და ამ მტკიცებულებებიდან ვამბობ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ მშვიდად. ქართველ ჯარისკაცს შეუძლია, იყოს მშვიდად, სახელმწიფოს და ხალხს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მომავალს, შეუძლია, იყვნენ მშვიდად, რადგან ჩვენ ამ დავებს აუცილებლად მოვიგებთ.
სააკაშვილს აქვს შიში, რომ ჰააგაში დავას წააგებს. სააკაშვილი და მისი სიის პირველი ნომერი, ბაქრაძე ამბობს, თურმე ქართველი ხალხის ინტერესის ხარჯზე კომპრომისების გზით უვლიათ. გოკა გაბაშვილმა, გიორგი კანდელაკმა და სხვებმა ომის შემდგომ რეზოლუციას უყარეს კენჭი, სადაც ითქვა, თურმე საქართველოს ბრალია ყველაფერი და არა სხვისი, ეს რეალურად მოღალატეობრივი საქმიანობაა“ – ამბობს წულუკიანი






















