16:05 | 2021-09-24 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

მიხეილ სააკაშვილს საქართველოში უამრავი ადამიანი დახვდება, ის ვერ იქნება განზე – გიორგი ბარამიძე

მიხეილ სააკაშვილს საქართველოში უამრავი ადამიანი დახვდება, ის ვერ იქნება განზე – გიორგი ბარამიძე

„ქვეყანას ვკარგავთ, ამ დროს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განზე ვერ იქნება“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ბარამიძემ „პრაიმტაიმთან“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, სააკაშვილი დაპირებას ყოველთვის ასრულებს.

 

„სააკაშვილი რადგან ამბობს, ჩამოვა კიდეც, მას ამის თაობაზე ბევრჯერ აქვს ნაფიქრი. ახლა ვხედავთ, რომ ქვეყანას ვკარგავთ, ქვეყნის ეკონომიკა უკვე მეცხრე წელია საერთოდ არ იზრდება, ამ დროს  გყავს ხელისუფლება, რომელსაც ეს საერთოდ არ აინტერესებს ეს ყველაფერი.

 

ის უკვე ვეღარ მალავს თავის რეალურ პოლიტიკას, როცა უპირისპირდება დასავლურ სამყაროს. ამ დროს სააკაშვილი ვერ იქნება განზე, მას უამრავი ადამიანი დახვდება იქ, სადაც ჩამოვა“,- განაცხადა ბარამიძემ.

 

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართვლოში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ დააანონსა.

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

VIDEO: გაიცანით გოგო, რომელმაც გვანცა დარასელიასხვა შუადღეშიჩაანაცვლა

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X