16:40 | 2021-10-01 ავტორი: Prime Time

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია – შს მინისტრის მოადგილე

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია – შს მინისტრის მოადგილე

მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

 

„დღეს შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ცალსახად იყო დაფიქსირებული, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვქონდა უკრაინულ მხარესთან. მათგანაც დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია, “- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

 

შეგახსენებთ, დღეს მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც თქვა, რომ ის საქართველოშია.

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X