
“მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი იყოს, მას უნდა იყოს უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე სხვა პატიმრები. ეს არის ჩვეულებრივი დისკრიმინაცია და უთანასწორო მოპყრობა”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„როდესაც არსებობს დასკვნა, რომ შიმშილობის შემდგომი მკურნალობა დასრულდა ორი კვირის წინ და პატიმარს კვლავ სურს დარჩეს იქ, სადაც მას ყოფნა არ ეკუთვნის, ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა და ეს სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.






















