17:07 | 2021-11-01 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მიხეილ სააკაშვილს ვთხოვ, შეწყვიტოს შიმშილობა, პარლამენტის დატოვების მოწოდება არის შეცდომა – დავით ბერძენიშვილი

მიხეილ სააკაშვილს ვთხოვ, შეწყვიტოს შიმშილობა, პარლამენტის დატოვების მოწოდება არის შეცდომა – დავით ბერძენიშვილი

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე თხოვნით მიმართავს.

 

მისივე თქმით, სააკაშვილის მოწოდება, რომ დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანო დატოვონ, შეცდომაა.

 

„მიხეილ სააკაშვილს ვთხოვ, შეწყვიტოს შიმშილობა. შექმნილ ვითარებაში, რომლის პროგნოზირებაც სულაც არ იყო რთული, ახლა არც მისთვის, არც მისი პარტიისთვის, არც ქვეყნისთვის ილუზიების ტყვეობაში ყოფნა არაა უხიფათო. პარლამენტის დატოვების მოწოდება არის შეცდომა. საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი.

 

არავითარი რესურსი ქუჩიდან მოძალადე, გამყალბებელი ხელისუფლების გასტუმრების არ არის. 2003 წ. 22 ნოემბრის მოლოდინი არის ყალბი ილუზია. ფსევდორევოლუციური რიტორიკა და ქმედება მოიტანს არა გამარჯვებას, არამედ პროტესტის ქუჩაში გალევას და იმედგაცრუებას.

 

როგორც ჩანს, წყალგამყოფი ოპოზიციაში ახლა ნამდვილად ესაა – კიდევ უფრო გავზარდოთ უპირატესობა და აღარ ეყოს გაყალბების რესურსი( როგორც მოხდა 2003 და 2012 წწ) – ესაა ჩვენი გზა. და ეს გზა არ გადის ამჟამად, ამ წლის ბოლომდე ხელისუფლების დამთავრების მორიგ ილუზიაზე.

 

პარლამენტის დატოვება, მხოლოდ ქუჩის იმედად ყოფნა არის მიშას შემოთავაზებული გზა – ჯერ შევცვალოთ ხელისუფლება და მერე ეს გავიფორმოთ არჩევნებით. პოსტსაბჭოთა საქართველოში რამდენიმე პროცენტს ყველა ხელისუფლება იპარავს( 2008- შიც მოიპარა).

 

ორნიშნა უპირატესობას ემორჩილება( 2003 და 2012…არც ერთისანალოგიური ვითარება არ გვაქვს დღეს, ისევე, როგორც არ გვქონდა არც 2018 და 2020 წწ., როცა ქუჩაში პროტესტი სამარცხვინოდ გაილია… 2008 და 2009 წწ. კიდევ უფრო დიდი პროტესტი გაილია ქუჩაში, ასევე სამარცხვინოდ).

 

ყველამ უნდა მოძებნოს საკუთარი ორიენტირი ოპოზიციაში. ლელოს ლიდერიც თვითგამოერკვევა, იმედია. ასეთია დღევანდელი რეალობა“, – წერს დავით ბვრძენიშვილი.

 

ასევე წაიკითხეთ:

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X