13:56 | 2021-12-15 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ექიმების რეკომენდაციას გავითვალისწინებთ – ტიკარაძე

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ექიმების რეკომენდაციას გავითვალისწინებთ – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობის საკითხთან დაკავშირებით, ექიმების რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ.

 

„მე არ ვარ კლინიცისტი, შესაბამისად, პაციენტის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, ექიმები ჩართულები არიან და, რა თქმა უნდა, ჩვენ ექიმების რეკომენდაციას გავითვალისწინებთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველთან არსებული ექიმების ჯგუფმა, ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრეზიდენტი გლდანის ციხეში არ უნდა დააბრუნონ და რომ ის ან უკეთეს სამკურნალო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ, ან დატოვონ იქ, სადაც ახლაა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X