15:07 | 2021-11-16 ავტორი: Prime Time

მიხეილ სააკაშვილთან ნეიროქირურგიული, კარდიოქირურგიული ან სხვა ამ ტიპის ჩარევის საჭიროება არ არის – თამარ გაბუნია

მიხეილ სააკაშვილთან ნეიროქირურგიული, კარდიოქირურგიული ან სხვა ამ ტიპის ჩარევის საჭიროება არ არის – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრობს.

 

როგორც გაბუნია ამბობს, რაიმე ნეიროქირურგიული, კარდიოქირურგიული ან სხვა ამ ტიპის ჩარევის საჭიროება ამ დროისთვის არ არის.

 

„გლდანის საავადმყოფო არის C ტიპის მრავალპროფილური კლინიკა. ეს აღწერილია რეგულირების სააგენტოს დასკვნაში. ეს ნიშნავს იმას, რომ იქ არის საკმარისი პირობა, ყველა სტანდარტული გაიდლაინის მიხედვით, შიმშილობისა და შიმშილობიდან გამოსვლის შემთხვევაში, მდგომარეობის მართვისთვის.

 

ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ რაიმე სახის ნეიროქირურგიული, კარდიოქირურგიული ან რამე სხვა, ამ ტიპის ჩარევის საჭიროებაზე. არ არის ასეთი საჭიროება და არცერთი სტანდარტული გაიდლაინი არ ამბობს, რომ ამ ტიპის რისკები უნდა იყოს გათვალისწინებული მსგავს მდგომარეობებში. ეს არის სტანდარტული საავადმყოფო, რომელსაც აქვს ინტენსიური თერაპიის გაწევის შესაძლებლობა. ბუნებრივია, ამ საავადმყოფოს, ასევე, შეუძლია, ნებისმიერ მომენტში, მასთან ხელშეკრულებით მყოფი კლინიკებისგან მოიწვიოს სპეციალისტი და ექიმმა მიიღოს შესაფერისი დამატებითი კონსულტაცია და რჩევა“,- ამბობს თამარ გაბუნია.

 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის 47-ე დღეა შიმშილობს. ოპოზიციის წარმომადგენლები და მისი მხარდამჭრები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

VIDEO: „ნუ მიკივიხარ, წყალი დაალევინეთ“ – გინება და მწვავე დაპირისპირება პირდაპირ ეთერში

 

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიდგომა შეცვალა

 

რას აკეთებდით მაშინ, როდესაც ცოტნე გამსახურდია შიმშილობდა – წამყვანის კითხვა ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს

 

VIDEO: „ინგამ მომაკვდავი თვალებით გადმომხედა და ბავშვებზე შემეკითხა“ –  ბათუმის ტრაგედიის სულისშემძვრელი ამბავი

 

რამდენი ადამიანი აიცრა 200-ლარიანი დანამატის პროგრამის ამოქმედების შემდეგ

 

გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა მწვანე საშვი – იპოვე შენი სახელი კოვიდრეესტრში

ავტორი: Prime Time

X