13:29 | 2021-11-13 ავტორი: Prime Time

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში ვიზიტზე უარი მითხრეს​ – ანა ფოტიგა

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში ვიზიტზე უარი მითხრეს​ – ანა ფოტიგა

ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა ამბობს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტზე მას უარი უთხრეს. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში დაწერა.

 

“მიხეილ სააკაშვილთან ციხეში ვიზიტზე უარი მითხრეს. საქართველოში ხელისუფლების მხრიდან კეთილი ნების და გამჭვირვალობის ნაკლებობა დასანანია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ სიტუაციის მოგვარების შანსი ჯერ კიდევ არსებობს. საქართველოს მთავრობა ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე სრულად პასუხისმგებელია”, – წერს ფოტიგა.

 

ცნობისთვის, 12 ნოემბერს საქართველოში ვიზიტით სამი ევროპელი პოლიტიკოსი ჩამოვიდა. მათ შორისაა ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და ლიეტუვის სეიმის ორი წევრი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

აბა მოფრთხიალდით ჩიტებო აქეთ და ვინც არ დამეთანხმება, იქვე მიაწერეთ რამდენი წელი გაქვთ ნამუშევარი ევროპის ციხეების კლინიკებში – ნინო ჭელიძე

 

კორონავირუსის შემდგომი გართულებებით ჯერ დედა, 20 დღის შემდეგ კი შვილი გარდაიცვალა

 

გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა მწვანე საშვი – იპოვე შენი სახელი კოვიდრეესტრში

 

თამარ ივერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ქალბატონს, რომელმაც შემთხვევით მანქანა გაუკაწრა

 

რას პროგნოზირებს ასტროლოგი მიხეილ სააკაშვილის უახლოეს მომავალზე – შიმშილობა ცუდ დროს დაიწყო

ავტორი: Prime Time

X