00:00 | 2021-11-03 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ცაგარელი გამაფრთხილებელ ინფორმაციას ავრცელებს – ახლა იწყება 3-კვირიანი ძალიან რთული ზონა

ცაგარელი გამაფრთხილებელ ინფორმაციას ავრცელებს – ახლა იწყება 3-კვირიანი ძალიან რთული ზონა

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მოსალოდნელი მძიმე კვირების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

 

„ცოტა უნდა დაგამძიმოთ, შტორმი იწყება სამყაროში. კოსმოსში გამოცხადებულია საომარი ვითარება და არა მარტო საქართველოში, ამ არჩევნების შემდეგ, არამედ კოსმოსში.

 

მზე და მარსი – ორი მნიშვნელოვანი ენერგიის მატარებელი, ახლა ყველაზე აგრესიულ, ყველაზე წყენიან, შურისმაძიებელ ჯიუტ ნიშანშია, ანუ მორიელში. კვირას მას შეუერთდება მერკური, გონების მმართველი პლანეტა, რომელიც ასევე მორიელში გადავა. ესე იგი, ახლა მორიელის მინდორზე ვართ.

„ლამაზი და დახვეწილი“ - ნანუკა გუდავაძე ახალი ფოტოებს აქვეყნებს 
2021-11-02„ლამაზი და დახვეწილი“ - ნანუკა გუდავაძე ახალი ფოტოებს აქვეყნებს 

 

გაითვალისწინეთ, თან დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის, რაც კიდევ უფრო ძაბავს ურთიერთობებს. მზე, მარსი და მერკური 180 გრადუსს შეკრავენ 4-5-6 ნოემბერს, დაუპირისპირდებიან ბოროტ პლანეტა ურანს, რომელიც კუროშია. ეს დაძაბულობა ერთად შექმნის ადამიანებში აგრესიულობას, დეპრესიულ ელემენტებს, კომპლექსებს, შინაგან შიშებს, ამას ემატება არჩევნების შემდგომ რაც ხდება.

 

ისტორიულად, ნოემბერი საქართველოსთვის ძალიან რთულია: გამოსვლები, მიტინგები, ყოველთვის იძაბებოდა სიტუაცია, იმიტომ, რომ მორიელია ასეთი. ამიტომ ახლა იწყება 3-კვირიანი ძალიან რთული ზონა, რომელიც ითხოვს დიდ ყურადღებას ჯანმრთელობისადმი. ამ პერიოდში, ყველა ქრონიკული დაავადება მწვავდება.

 

ყველას მინდა ვთხოვო, ჯანმრთელობას მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ. შემდეგ არავითარი კამათი, საქმის გარჩევა, თავი შეიკავეთ, რადგან არასასიამოვნოდ დასრულდება. ეს არის კოსმიური გამოცდა, იგი ჩვენგან ითხოვს ერთმანეთის პატივისცემას, სიყვარულის განვითარებას, მეგობრულ კონტაქტებს“, – აცხადებს მიხეილ ცაგარელი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X