13:50 | 2020-05-27 ავტორი: თეონა ყაჭიური

მიკროავტობუსებში მგზავრები ფეხზე ვეღარ დადგებიან

მიკროავტობუსებში მგზავრები ფეხზე ვეღარ დადგებიან

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განამრტებით, მიკროავტობუსებში მგზავრების ფეხზე დგომა შესაძლოა აიკრძალოს.

 

მისი განმარტებით, ახალი დავალებაა, რომ შეიძლება საჭირო გახდეს რაოდენობრივი კონტროლის დაცვა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაივსოს.

 

„მაგალითად, მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა რომ არ დავუშვათ და მძიმე სურათი რომ არ მივიღოთ. როგორც იანვარში იყო, 100%-იანი, სრული გახსნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ მოხდება. თუმცა, ტრანსპორტი იმოძრავებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდება რაოდენობრივად და რეჟიმები იქნება იგივე. ჩვენი მთლიანი ავტოპარკი გავა სერვისში და მოემსახურება მოქალაქეებს.

 

საპატრულო კონტროლი - როგორ შეამოწმებენ მგზავრებს ტრანსპორტში
2020-05-27საპატრულო კონტროლი - როგორ შეამოწმებენ მგზავრებს ტრანსპორტში

 

თუ ამან განაპირობა გარკვეული შეზღუდვა და ვიღაც ვერ გადაადგილდა, ეს, რა თქმა უნდა, მისთვის დისკომფორტია, თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი ხდება ჩვენივე მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით“, – განაცხადა ხმალაძემ.

 

ნახეთ, ჩამონათვალი, რა შეზღუდვები იხსნება მომავალი ორი კვირის განამვლობაში:

 

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას იწყებს

 

მიკროავტობუსებით გადაადგილება დასაშვები ხდება

 

როდიდან ამუშავდება სასტუმროები – გახარია თარიღს ასახელებს

 

ნახეთ, როდის იხსნება რესტორნები

 

ორშაბათიდან მოლები გაიხსნება – გიორგი გახარია

 

შეზღუდვები იხსნება, თუმცა… – რის უფლება არ გვეძლევა ჯერ

ავტორი: თეონა ყაჭიური

X