
პაატა იმნაძის შვილი, ლიზი იმნაძე საკუთარ facebook გვერდზე მამის ფოტოს აქვეყნებს წარწერით „მიყვარხარ“

ფოტოს სოციალურ ქსელში უმრავი მოწონება და დადებითი კომენტარები აქვს.
„მეც მიყვარს პაატა! საოცარი ადამიანია. იმედის მომცემი ადამიანია! ყველას გვიყვარს! ლიზი, მამაშენი მთელს საქართველოს უყვარს“, – წერენ კომენტარებში.
შეგახსენებთ, პაატა იმნაძეს ორი ქალიშვილი ჰყავს. თათა და ლიზი იმნაძეები.
ბატონ პაატას პირველი მეუღლე 2011 წელს გარდაეცვალა. 6 წლის შემდეგ კი ბედი ხათუნა გოგელიას დაუკავშირა.
ერთ-ერთ ინტერვიუში პაატა იმნაძე იხსენებს:
„ჩემი მეუღლე რომ გარდაიცვალა, შვილებს ძალიან დავუახლოვდი. მაშინ ძალიან პატარები აღარ იყვნენ, მაგრამ არც დიდები – სკოლას ამთავრებდნენ.
2011 წელი იყო, სამსახურიდან ბევრი თავისუფალი დრო მქონდა და მთლიანად ბავშვებს დავუთმე. მკაცრი მამა არ ვყოფილვარ. იმდენად დაკავებული ვიყავი, მათთან თამაში ყოველთვის მენატრებოდა“, – ყვება პაატა იმნაძე შვილებზე.
დაგაინტერესებთ:























