
ვრცელდება კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახთან მიმოწერა.
ჩარკვიანი კლინიკაში სტაბილური მდგომარეობით შეიყვანეს, თუმცა 1-თვიანი მკურნალობის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ის გარდაიცვალა.
როგორც 20 წლის ფეხბურთელის ოჯახთან მიმოწერიდან ირკვევა, ის ექიმებს ნემსის გაკეთებას სთხოვს, თუმცა უშედეგოდ.
„ვახტანგ ჩარკვიანი: დღეში 2-ჯერ შემოდიან და იყვედრებიან, საჭმელი თუ არ უთხარი არ მოაქვთ, ცივი სუპი მოიტანეს. გადავასხი მაგათ თვალწინ. რატო აქცევო?! კაი დროს რომ მოგაქვს, მაგიტო თქო.
ოჯახი: შენნაირი ბევრი ჰყავთ და ღამეებს ათევენ, მაგათმაც რა ქნან. აბა რა ჭამე?
ვახტანგ ჩარკვიანი: #ლეობა ქათამი, ქვასავით იყო. გემოც არ მაქვს. ნემსი გამიკეთე თქო, ორი დღეა ველოდები…სიცხის ნემსი. […] ამათ უპატრონო ვგონივარ. მიყვირიან, კაიფობენ უზრდელები“, – ვკითხულობთ მიმოწერაში.
მიმოწერაზე დაყრდნობითაც ოჯახი ამბობს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის მკურნალობისას ექიმებმა გულგრილობა გამოავლინეს. პაციენტს ყურადღებას არ აქცევდნენ და უფლებამოსილებასაც გადააჭარბეს.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓

























