
მილანის რეისით ჩამოფრენილ 20 წლის გოგონას, რომელსაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, კორონავირუსი არ დაუდგინდა.
ქუთაისის ახალი ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის თქმით, ლუგარის ლაბორატორიის პასუხის თანახმად გოგონას H1N1 დაუდგინდა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.






















