11:46 | 2020-02-25 ავტორი: Prime Time

მილანის რეისით ჩამოსული მგზავრის მდგომარეობას ექიმი განმარტავს

მილანის რეისით ჩამოსული მგზავრის მდგომარეობას ექიმი განმარტავს

მილანის რეისით ჩამოსული 20 წლის მგზავრი ამ დრომდე ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

 

ექიმის ნესტან ჭეიშვილის ინფორმაციით, ოაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დილით დაუფიქსირდა ტემპერატურა 38,5, ამ დროისთვის კი ტემოერატურა 37,2 უფიქსირდება.

 

მისი თქმით, ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილია.

 

„პაციენტი რჩება ბოქსირებულ განყოფილებაში. დღეს დილით დაუფიქსირდა ტემპერატურა 38.5 გრადუსი. გრიპზე და კორონარვისრზე გაგზავნილია გამოკველვა ლუგარის ლაბორატირიაში. პაციენტი, კონტაქტური და ადექტვატურია. პასუხები ხვალ დილით იქნება. არსებითი გართულებების გარეშე რჩება პაციენტი ჩვენთან.  სანამ კლინიკური მაჩვენებელი არ იქნება სტაბილური“,- ამბობს ექიმი.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველომ პრევენციის მიზნით ჩინეთთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა. ვირუსის ირანში გავრცელების შემდეგ კი, 23 თებერვალს, ამ ქვეყნიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა.

 

ასევე არ გამორიცხავენ მეზობელ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას.

 

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ავტორი: Prime Time

X