23:30 | 2020-09-10 ავტორი: Prime Time

მილიონერი ცოლ-ქმარი, რომელიც ნაცმოძრაობის საარჩევნო სიაში შეიძლება ვიხილოთ

მილიონერი ცოლ-ქმარი, რომელიც ნაცმოძრაობის საარჩევნო სიაში შეიძლება ვიხილოთ

„ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო სიაზე ამ დრომდე მუშაობს. მილიონერი ცოლ-ქმარი ნატო ჩხეიძე და ზაზა ოქუაშვილი სავარაუდოდ, ოცეულში მოხვდებიან. უფრო კონკრეტულად კი „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ზაზა ოქუაშვილი საარჩევნო სიის ათეულში იქნება, ხოლო ნატო ჩხეიძე ოცეულში.

 

ინფორმაციის დასადასტურებლად „პრაიმტაიმი“ მოქმედ დეპუტატ ნატო ჩხეიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაში თავად იქნება.

 

„მე რომ ოცეულში ვიყო არ გამოვრიცხავ. ბოლომდე შედეგნილი სია არ არის. ბატონ ზაზასთან დაკავშირებით — მაინცდამაინც სიები არ არის პოლიტიკაში აქტიურობის საზომი.

 

ჯერ კიდევ საკმარისი დროა, იმისთვის რომ სიები დაიხვეწოს და დალაგდეს. როგორც მე ვფიქრობ, ალბათ აქტიურ პოლიტიკაში დღეს არ განიხილება ზაზა, ხვალ ვნახოთ.

 

მე უფრო განვიხილები დეპუტატის რანგში. სიები ჯერ კიდევ არ არის გამოსაქვეყნებლად მზად“,- განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ავტორი: Prime Time

X