
ავსტრალიის გზებზე ქვეყნის მაცხოვრებლებს რამდენიმე დღეა მძიმე სურათის ნახვა უწევთ. ხანძრის შედეგად დაღუპული ცხოველების სხეულები პირდაპირ გზებზე ყრია. ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები უამრავმა ადამიანმა გადაიღო.
ავსტრალიის სამხრეთ უელსის შტატში ტყის ხანძრებთან საბრძოლველად 48 საათის განმავლობაში 13 მილიონი აშშ დოლარი შეგროვდა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კამპანია 3 იანვარს ავსტრალიელმა მსახიობმა სელესტა ბარბერმა წამოიწყო და მას მთელი მსოფლიოდან არაერთი ადამიანი შეუერთდა, მათ შორის მომღერალი პიკი და მსახიობი ნიკოლ კიდმანი.






















