
მიმაჩნია, რომ ახლა პლატოზე ვართ, უახლოეს დღეებში შესაძლოა, იყოს არა ერთი, არამედ 10 შემთხვევა, მაგრამ ეს ნუ შეგვაშინებს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
ცერცვაძის თქმით, საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლაში შიდა გადაცემას თითქმის გაუკლავდა.
„იმედი გვქონდა, რომ აპრილის ბოლოსთვის პიკი იქნებოდა, დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ შენარჩუნდებოდა პლატო და შემდეგ ეს მაჩვენებელი ქვევით წავიდოდა.
მიმაჩნია, რომ ახლა მაინც ვართ პლატოზე.
ის, რომ დღეს ერთი შემთხვევა იყო, ამით ნუ გავაკეთებთ დასკვნებს. უახლოეს დღეებში შესაძლოა იყოს არა ერთი, არამედ ოთხი, ხუთი, ათი შემთხვევა, მაგრამ ეს ნუ შეგვაშინებს, რადგან არაფერს შეცვლის.
ეს მაინც იმას ნიშნავს, რომ დიახ, ჩვენ შიდა გადაცემას გავუმკლავდით, თუმცა მთლიანად არა, შიდა გადაცემის ერთეული შემთხვევები დარჩება.
ყველაზე სახიფათოს გავუმკლავდით – არ დავუშვით ახალი შემთხვევების დრამატული ზრდა“, – განაცხადა ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.






















