22:09 | 2020-05-25 ავტორი: თამთა თორდია

მინდა აღიარება მქონდეს! – რისი ეშინოდა და რა გადალახა ნიკა გვარამიამ

მინდა აღიარება მქონდეს! – რისი ეშინოდა და რა გადალახა ნიკა გვარამიამ

ნიკა გვარამიამ „მთავარ აქცენტებშიმონოლოგისას ისაუბრა, რომ მას ტრანსგენდერი ქალების ეშინოდა.

 

„მე მინდა აღიარება მქონდეს, ტრანსგენდერი ქალის ინტერვიუს ვუყურე და ამან მაიძულა ეს მეთქვა, რომ ვუყურე ძალიან შემრცხვა საკუთარი შეგრძნებების.

ტრანსგენდერიც ჩვენი და-ძმა და შვილია - გურამ ფალავანდიშვილი
2020-05-05ტრანსგენდერიც ჩვენი და-ძმა და შვილია - გურამ ფალავანდიშვილი

 

მანამდე მქონდა შეგრძნება, რომ ტრანსგენდერები მაშინებდნენ, მეშინოდა, როგორც რაღაც ზებუნებრივს რომ გადაეყრები.

 

მქონდა ფობია და ძალიან ვებრძოდი ამას საკუთარ თავში, ამას მხოლოდ ძალიან ახლო ადამიანებს ვეუბნებოდი. ამ ინტერვიუმ ეს დამაძლევინა და ამ შიშის შემრცხვა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია სწორედ იმ ტრანსგენდერ ქალზე საუბრობდა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ თბილისის მერიასთან თავის დაწვა სცადა.

 

ავტორი: თამთა თორდია

X