00:24 | 2020-07-25 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„მინდა აღსარებასავით მოვყვე, შესაძლოა ზაზამ და მისმა ცოლმა არ იცოდნენ“ – რას იხსენებს ზაზა ფაჩულიას დედა

„მინდა აღსარებასავით მოვყვე, შესაძლოა ზაზამ და მისმა ცოლმა არ იცოდნენ“ – რას იხსენებს ზაზა ფაჩულიას დედა

ცნობილი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას დედა მარინა კოდუა გადაცემაში „პოსტ ალიონი“ შვილიშვილზე სახალისო ისტორიას იხსენებს.

 

„მინდა აღსარებასავით მოვყვე. თუ არ იციან და ახლა გაიგებენ ტელევიზიით, ჩემს რძალს ბოდიშს ვუხდი და თუ იციან და არ მითხრეს, მადლობას ვეუბნები.

 

მეორე შვილიშვილი არის ძალიან ცელქი. ერთხელ სახლში მარტო რომ დარჩა, იმდენად აჟიტირებული იყო, ასე ვთქვათ, დასჯას ითხოვდა. თან მე ის პრობლემა მაქვს, რომ მათ ხშირად ვერ ვხედავ, რადგან აქ არ ცხოვრობენ.

 

აქვს თუ არა კავშირი ტროლების ქარხანასთან კომპანიას, სადაც ბაჩალიაშვილი მუშაობდა - ამერიკელი მფლობელის განმარტება
2020-07-24აქვს თუ არა კავშირი ტროლების ქარხანასთან კომპანიას, სადაც ბაჩალიაშვილი მუშაობდა - ამერიკელი მფლობელის განმარტება

 

თიკა ჯერ ეფერა და არაფერმა რომ არ გაჭრა, დასაჯა და უთხრა სხვა ოთახში გასულიყო. ბავშვი ტირილით ადის ზევით და მე მიყურებს თან, თითქოს მეუბნება დამიცავიო. არადა, მე თვითონ არ მიყვარდა ის ფაქტი, რომ დედა ვსჯიდი შვილს და ბებიები ეფერებოდნენ.

 

მაგრამ რა ვქნა… ხალხნო ბოდიშს ვიხდი ჩემი საქციელისთვის, ესე არ მოვიქცეთ. არადა როგორ უნდა ავიპარო, ორმეტრიანი წარმოიდგინეთ…

 

მეორე სართულზე ავედი „პარტიზანული ხოხვით“,  ყველაფერი მტკიოდა, მინდოდა ზაზას მეუღლეს არ დავენახე. მართლაც, ავედი იმ ადგილას, სადაც ჩემი შვილიშვილი იყი დასჯილი და ვუთხარი, რომ დედისთვის ბოდიში მოეხადა.

 

ყველაზე საოცარი ის წამი იყო, როდესაც ბავშვმა გაბრწყინებული თვალებით შემომხედა ჩემს დანახვაზე. ამის მერე ისევ „პარტიზანული ხოხვით“ დავბრუნდი უკან“, – ჰყვება მარინა კოდუა.

 

ცნობილი ბებიები პოსტ ალიონში!

ცნობილი ბებიები პოსტ ალიონში! ❤️❤️❤️

Posted by პოსტ ალიონი / Post Alioni on პარასკევი, 24 ივლისი, 2020

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X