20:12 | 2021-08-12 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მინდა ჩემი ვედრება გაგაგონოთ, რამდენიმე კვირაა ვცდილობ რაღაც დავწერო… – თინა ხიდაშელი მიმართვას ავრცელებს

მინდა ჩემი ვედრება გაგაგონოთ, რამდენიმე კვირაა ვცდილობ რაღაც დავწერო… – თინა ხიდაშელი მიმართვას ავრცელებს

თინა ხიდაშელი, რომელმაც კორონავირუსი რამდენიმე თვის წინ დაამარცხა, თუმცა მისგან დატოვებულ გვერდით მოვლენებს ახლაც ებრძვის, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი მის კოვიდინფიცრების გამოცდილების შესახებ და შემდგომ დატოვებულ გართულებებზე წერს და მოსახლეობას მოუწოდებს, დაუყოვნებული ჩაიტარონ  ვაქციანცია.

 

„ქვეყანა ერთი დიდი სიკვდილის ქრონიკად იქცა. ყოველდღიურად, უფრო კი დღეში რამდენჯერმე მორიგ სულისშემძვრელ ისტორიას ვკითხულობ კოვიდით გარდაცვლილ ადამიანებზე. ერთ-ერთი ასეთი ისტორია ჩემიც შეიძლება ყოფილიყო. მე გადავრჩი! მაგრამ უკვე ექვსი ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ამ ვერაგ ვირუსს.

 

ისე ცუდად ვარ, ისე განვიცდი... უბედურება დამხვდა - მორიგი ტრაგიკული ისტორია კოვიდინფიცირებულზე
2021-08-12ისე ცუდად ვარ, ისე განვიცდი... უბედურება დამხვდა - მორიგი ტრაგიკული ისტორია კოვიდინფიცირებულზე

 

არც სიკვდილს და არც გადარჩენას ლოგიკა არ აქვს, ვერავინ გეტყვით წინასწარ როგორ დასრულდება თქვენი კოვიდ ისტორია. ვერც ექიმები, ვერც მეცნიერები, მით უმეტეს ვერც პოლიტიკოსები ან ცნობილი ადამიანები ტელევიზორიდან…

 

მხოლოდ თქვენ თავად წყვეტთ როგორი იქნება თქვენი ხვედრი კოვიდით ინფიცირების შემდეგ.
რამდენიმე კვირაა ვცდილობ რაღაც დავწერო ვაქცინაციაზე, მინდა ჩემი ვედრება გაგაგონოთ რომ აიცრათ, არავის მისცეთ თქვენი სიცოცხლით თამაშის უფლება. დიახ, სიცოცხლით! ვერაფერს ვწერდი. აცრა რომ უალტერნატივოა ისეთი მარტივი და ჩვეულებრივი ამბავია ჩემთვის, რომ არ ვიცი როგორ უნდა მოგიწოდოთ, როგორ მოგმართოთ.

 

ჩვენთან საერთოდ არ არის ადგილი, როცა ვინმე შემოდის და მისი მდგომარეობა მძიმეა, სავარძელზე ტარდება პირველადი სამედიცინო მანიპულაციები - დევი ტაბიძე 
2021-08-12ჩვენთან საერთოდ არ არის ადგილი, როცა ვინმე შემოდის და მისი მდგომარეობა მძიმეა, სავარძელზე ტარდება პირველადი სამედიცინო მანიპულაციები - დევი ტაბიძე 

 

ახლა როდესაც კოვიდ ინფიცირებიდან 6 თვის შემდეგაც მის გვერდით მოვლენებს ვებრძვი, ყოველ დილით საშინელი ტკივილებით ვიღვიძებ და ყოველ ღამე იმაზე ოცნებით ვიძინებ, რომ ხვალინდელი დღე იქნებ ოდნავ მაინც უკეთესი იყოს, ყველას ვინც ჭოჭმანობთ, გული გეთანაღრებათ, აცრის გეშინიათ, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ

 

– ნუ გაწირავთ საკუთარ თავს ამ უმძიმესი ხვედრისთვის.

 

– ნუ დაიმშვიდებთ თავს იმით, რომ ჯანმრთელი ხართ და ვერ მოგერევათ. ჩემზე ჯანმრთელი ადამიანი ცოტა მეგულება ამ ქვეყანაზე.

 

– ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი მედგარი ხასიათი და სიძლიერე ადვილად მოერევა ვირუსს. აქაც ძალიან კონკურენტუნარიანი ვიყავი.
მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ რომ უნდა აირჩიოთ სიცოცხლე! აცრაზე თანხმობა სწორედ სიცოცხლის არჩევაა!“ – წერს თინა ხიდაშელი.

 

ნახეთ აუცილებლად საკითხავი ინფორმაციები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X