
„მინდა დავამშვიდო მოქალაქეები, პრემიერ-მინისტრი არსად წასვლას არ აპირებს“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„მე მინდა დავამშვივიდო ჩვენი მოქალაქეები, პრემიერმინისტრი არსად წასვლას არ აპირებს.
ეს გამოხმაურება, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო სწორედ იმ ეფექტური მართვიდან გამომდინარე, რომელიც პრემიერმინისტრმა აჩვენა პანდემიასთან პერიოდში“,- აღნიშნა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას უახლოეს მომავალში დატოვებს. ამ ინფორმაციას მმართველ პარტიაში, ჯერჯერობით, ერ ადასტურებენ.























