
პანდემიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის შეღავათები წესდება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მთავრობის გადაწყვეტილებით, პანდემიით დაზარალებულ ბიზნესებს და ადამიანებს, ვინც სახელმწიფო ქონების იჯარით ქირის ან მართვის უფლებით სარგებლობს ან ხელშეკრულება დადებული აქვს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსთან, საქართველოს პარლამენტმა იმსჯელა ამასთან დაკავშირებით და მიიღო შესაბამისი ცვლილებები საქართველოს ქონების შესახებ კანონში;
ამ ცვლილებიდან გამომდინარე მოვამზადეთ წესი, რომლითაც 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით ფიზიკურ და იურიდიულ პირებს იჯარის და ქირის გადასახადი ეპატიებათ, ასევე გადაუხდელობით ან დაგვიანებით გადახდის გამო დარიცხული ჯარიმა, სანქცია-საურავი.
ჯამში საუბარია 5 მლნ ლარზე მეტზე და ამას ემატება ჯარიმის და საურავის თანხა 1 მლნ ლარი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.























