13:34 | 2021-11-23 ავტორი: Prime Time

მინდა გავაფრთხილო ისინი, ამ მასას ვერავინ შეაჩერებს… – ლელა კაკულიას ინტერვიუ, რომელიც 2005 წელს გამოქვეყნდა

მინდა გავაფრთხილო ისინი, ამ მასას ვერავინ შეაჩერებს… – ლელა კაკულიას ინტერვიუ, რომელიც 2005 წელს გამოქვეყნდა

წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია 2005 წლის ინტერვიუს აქვეყნებს. „ვიწყებთ იმ ინტერვიუთი, რომელიც ქალბატონმა ლელამ საავტორო გაზეთ „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულიას“ მისცა 2005 წელს. მაშ, ასე: რუბრიკა „და მე გეტყვით თქვენ“, 2005 წლის თებერვალი“.

 

ინტერვიუ ლელა კაკულიასთან.

 

– ქალბატონო ლელა, გასულ თვეში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა ფრინველის გრიპი იყო და მკითხველს წინა ნომერში ამასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველება შევთავაზეთ. თქვენ წერდით, რომ საქართველოს ამ დაავადებით გამოწვეული მძიმე შედეგები აცდება, რომ ქათმის გრიპზე უფრო სახიფათო სეზონური ვირუსული დაავადებებია. სამწუხაროდ, გასულ კვირას ორი ბავშვი გარდაიცვალა გრიპის A ტიპის ვირუსით. ახლა მკითხველს აინტერესებს თქვენეული ხედვა ამჟამად არსებული პრობლემებისა…

 

– საერთოდ, პრობლემა ქათმის გრიპში კი არა, ქართულ პოლიტიკაშია. სამწუხაროდ, ჩვენს მთავრობას აღებული აქვს არასწორი გეზი და პრინციპი ქვეყნის მართვისა: არ დაუთმონ არავის არაფერი! ისინი ჩქარი მდინარესავით მიედინებიან და გაჩერებას არ აპირებენ.

 

მინდა გავაფრთხილო ისინი, რომ ეს მცდარი ქმედებაა. სწორედ ამ არასწორ ნაბიჯებს მოჰყვა ის მღელვარება, რისი მოწმეებიც უკვე ვხდებით სალარო აპარატებთან დაკავშირებით. არადა, სალარო აპარატები მხოლოდ საბაბია. მიზეზი ბევრად ღრმაა და ის საქართველოს მოსახლეობის უფრო და უფრო დამძიმებულ, გაუსაძლის ყოფაშია საძებნი.

 

ხომ ხედავთ, ხალხი უკვე გამოვიდა ქუჩაში. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც მომავალში გამოვა. მე ვიწინასწარმეტყველე 2004 წელს, რომ ის ხალხი, ვინც საერთოდ ჩუმად იყო და გარეთ არ გამოსულა, აი, ისინი აღსდგებიან და ნახავთ, რა მასაა ეს! ამ მასას ვერავინ შეაჩერებს.

 

– ვერც პოლიცია და სპეცრაზმი?

 

– ეს ფორმირებები ხალხის დასარბევად მზად არიან, მაგრამ… აბა, გადახედეთ, რა ვიწინასწარმეტყველე შარშან: „ვხედავ ტერორებს. საპატრულო მანქანები ფეთქდება… არავინ ნებდება და აღარც არავისი ეშინია. ბევრი პოლიციელი დაიღუპება… ხალხი გაბოროტებულია. ფრთხილად!!! ქუჩაში გამოდის არა დაქირავებული მასა, არამედ გამწარებული, ნამუსახდილი, დაბეჩავებული, მაგრამ ფაფარაყრილი და ძალზე საშიში ხალხი. გაფრთხილებთ: ვხედავ დიდ შეჯახებებს. ომს, რომელიც მალე დაიწყება, ვერაფერი შეაჩერებს. ვხედავ სროლებს, არმიას… მაგრამ რას აკეთებს ჯარი და პოლიცია? როგორც ყოველთვის, ხალხის მხარეზე გადადიან! დიდი ომი გაჩაღდება. შურისძიება ისეთი იქნება, როგორიც არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა…“

 

– ესე იგი, ახალი მთავრობა მოსახლეობას იმედებს გაუცრუებს?

 

– სამწუხაროდ, ასეა. 2004 წლის 8 იანვარს ვიხილე და დავწერე: „ხალხს აღარ უნდა ეს მთავრობა. დგანან პრეზიდენტის რეზიდენციასთან და ყვირიან: „გადადექი!“ მათ პოლიცია და სპეცრაზმი დაშლის. ძალადობას ვხედავ…“

 

დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მოვლენები სწორედ ისე განვითარდება, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე. ყველაფერი საშინლად აირევა. მავანნი უფალს შესთხოვენ დახმარებას, მაგრამ უფალი მათთვის არ იარსებებს, ვერსად იპოვიან.

 

– საბოლოოდ რა იქნება?

 

– მოკლედ გეტყვით: ჩემი საქართველო გადარჩება! მართალია, მოსახდენი მაინც მოხდება, მაგრამ ჩემს საყვარელ ქვეყანას, ხალხს, უფალი ამ სირთულეებიდანაც გამოიყვანს.

 

საქართველოს ისეთი მომავალი ელის, დღეს რომ ვერავინ წარმოიდგენს. ხელისუფლებაში ის მთავრობა მოვა, რომელსაც ასე ელის ჩემი საქართველო.

 

 

ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X