
„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებისა“ და პარტია „ქართული იდეის“ წარმომადგენლებმა რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები გაშალეს.
„შეიძლება მოხდეს გამოუსწორებელი ამბები, ესკალაცია. ამიტომ სახელმწიფოს მოვუწოდებთ, რომ პროვოკაციული და ბილწი ჯგუფები არ გამოუშვან. მინდა გითხრათ, რომ მოსალოდნელია მსხვერპლი, შეიძლება ჩვენგანაც იყოს ისეთი, რომ გადააჭარბოს ძალას. თუ მსხვერპლი არ გვინდა მათ ნუ გამოიყვანენ“ – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.
ნახეთ ვიდეო
შეგახსენებთ, რომ საქართველოში პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით იმართება პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარში“ ჩატარდება.
ასევე, საპატრიარქო 5 ივლისს, ღირსების მარშის პარალელურად შეკრებას აანონსებს.






















