
„ჩემი უნიჭიერესი სტუდენტები მეტისმეტად ინტიმურ ფოტოებს დებენ ფეისბუკზე და არ მინდა მივწერო. გული მწყდება უბრალოდ. მინდა გონებით დაფასდნენ და არა სხეულით“, – იურისტ კახა წიქარიშვილის ამ პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების რეაქცია ორად გაიყო. ნაწილმა ის ზედმეტ ყურადღებაში და სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევაში დაადანაშაულა, ხოლო ნაწილმა მხარი აუბა.
მოგვიანებით, ლექტორმა მორიგი პოსტი გამოაქვეყნა და კრიტიკოსებს ეთიკისკენ მოუწოდა.
„1700 პოსტი დავწერე თემიდას მორალზე და ყველას ფეხებზე ჰკიდია. 1 პოსტი დავწერე სტუდენტის მორალზე და მთელი საქართველო დამესია.
თუ საჭიროდ ჩავთვლი, ჩემს საყვარელ სტუდენტს ლექციის გარეთ რჩევასაც მივცემ და სახარებასაც წავუკითხავ. ვისაც განსხვავებული აზრი გაქვთ, ზრდილობიანად დამიკომენტარეთ, თუ არა და ნუ ილანძღებით და დაახვიეთ ჩემი ფეისბუკ გვერდიდან“, – ვკითხულობთ წიქარიშვილის ფეისბუკ-პოსტში.
ასევე ნახეთ ვიდეო – ზურა ხაჩიძის ცეკვა
ასევე ნახეთ:
სოფო ნიჟარაძე არჩევნებზე მივიდა – ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს მომღერალი
რევოლუციის დროა – მაია დარსმელიძე
ნეკა დოროყაშვილი ყოფილი ქმრის პოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას ავრცელებს
ეს სახლი თბილისში 8 მილიონ დოლარზე მეტი ღირს – დაათვალიერეთ ფოტოები და შეაფასეთ
ბევრისთვის უცნობი ფაქტი კახა კალაძის შესახებ – „აუცილებლად ჩამოვალ ამ დღეებში თბილისში“






















