21:08 | 2020-05-05 ავტორი: სალომე ნეფარიძე

სწრაფი ტესტი შეცდა – კახეთი კვლავ მწვანე ზონაში რჩება?!

სწრაფი ტესტი შეცდა – კახეთი კვლავ მწვანე ზონაში რჩება?!

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კახეთის მოსახლეობას ამშვიდებს.

 

მისი განცხადებით, კახეთში ადამიანების საკმაოდ დიდი რაოდენობა გამოიკვლიეს და კოვიდინფექცია ამ დრომდე არც ერთთან არ დადასტურებულა.

 

„მინდა, ყველა დავამშვიდო ამ შემთხვევასთან დაკავშირებით (ჩვენ არ დავასახელებთ, პერსონალურ ინფორმაციას არ ვიძლევით ხოლმე), რაზეც არის აღელვებული.

 

მინდა, დავამშვიდო ისინი, რომ კახეთში საკმაოდ ბევრი ადამიანი გამოიკვლიეს, ყველა შემთხვევაში ამ ეტაპზე არის უარყოფითი შედეგები.

 

რაც შეეხება შემთხვევას, ჩვენ იქ ვაგრძელებთ ჩაღრმავებულ კვლევას და იმედი გვაქვს, ხვალ უკვე გარკვეული პასუხი გვექნება ამ კითხვაზე.

 

მინდა, ყველა დაგამშვიდოთ, რომ არ არის ნამდვილად დიდი პრობლემა და ჩვენ შევაჯერებთ ყველა იმ შედეგს, რომელსაც ვიღებთ სხვადასხვა მეთოდოლოგიის კვლევით. ეს მიეწოდება როგორც პაციენტს, ისე მოსახლეობას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ბოლო მონაცემებით:

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 604-მდე გაიზარდა.

 

მათგან, გამოჯანმრთეელდა 240 პაციენტი.

 

საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში – 5260

 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 553

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X