11:30 | 2021-12-18 ავტორი:

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს ნდობისთვის – ირაკლი ღარიბაშვილი წლიურ ანგარიშს წარადგენს

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს ნდობისთვის – ირაკლი ღარიბაშვილი წლიურ ანგარიშს წარადგენს

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას, ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა ნდობისა და ერთგულებისთვის, რომელიც მათ არჩევნებში გამოუცხადეს.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნისა და ხალხის სამსახურში ყოფნა უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა.

 

„მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მივესალმები საპატრიარქოს წარმომადგენლებს, პატივცემულ ელჩებს, თბილისის მერს, პარტიის თავმჯდომარეს. დღეს, მსურს საზოგადოებას მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში წარვუდგინო და შევეხო იმ ძირითად საკითხებს, თუ რა დამხვდა, როდესაც პრემიერ-მინისტრის პოსტი დავიკავე, რისი გაკეთება შევძელით ჩვენ ყველამ ერთად და რა სამომავლო გეგმები გვაქვს. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს, მადლობა იმ ნდობისა და ერთგულებისთვის რომელიც მათ გამოგვიცხადეს არჩევნებში. ხალხი არის ძალაუფლებისა და ლეგიტიმაციის წყარო, ჩვენ, ხელისუფლებამ ეს მიღებული მანდატი გაკეთებული საქმით, ერთგულებითა და თავდადებით, შექმნილი სიკეთეებით ხალხსვე უნდა დავუბრუნოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი:

X