
„თუ გინდა ვინმეს დაეხმარო, არ უნდა დაელოდო კეთილ დამოკიდებულებას, არც საჩუქრებს, მადლობასაც კი…“ – ფარესაშვილი.
„სამბას“ უბადლო შემსრულებელი, მომღერალი ქეთი ფარესაშვილი, ინკოგნიტო ქველმოქმედს, რომელმაც არხოტის ხეობაში სოფ. ახიელში (ხევსურეთი) მცხოვრებ შიო ოჩიაურს ფინანსური დახმარება გაუწია, სოციალურ ქსელში მადლობას უხდის და პოსტს აქვეყნებს:
„არ შემიძლია არ აღვნიშნო და მინდა მადლობა გადავუხადო იმ პიროვნებას, ვინც დღეს მე მომცა საშუალება, დავხმარებოდი სხვას.
იმ მადლიერი ადამიანის თქმით, მას მიეცა პრობლემების მოგვარების საშუალება და სიცოცხლის ხალისი.
თუ გინდა ვინმეს დაეხმარო, არ უნდა დაელოდო კეთილ დამოკიდებულებას, არც საჩუქრებს, მადლობასაც კი.
თუ განეწყობი, რომ ამით სამყაროში შემოგაქვს სიკეთის ძალა, კეთილი განწყობა დედამიწაზე, ამ დროს, საკუთარი თავის პატივისცემა იზრდება.
თუ ვიფიქრებთ, რომ ამ საქციელით გვსურს სამყარო უკეთესი გახდეს, მაშინ კეთებას აქვს აზრი.
ადამიანი იტყვის, რომ ჩვენი სამყაროსთვის, უბრალოდ, აუცილებელია სიკეთე. ამინ!
ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შემოვიტანოთ სამყაროში სიკეთის ძალა, კეთილი საქმე, ვიყოთ მადლიერი საკუთარი თავის, რომ ჩვენი ეგოიზმის დაძლევით, მოგვეცა ამის კეთების საშუალება და სამყარო უკეთესობისკენ შეიცვლება.
ასე ხომ საკუთარ თავს ვცემთ პატივს, ეს შესაძლებელია და ჩვენზეა დამოკიდებული!“- წერს ფარესაშვილი.























