19:46 | 2020-05-01 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მინდა მივმართო ტრანსგენდერებს! – სოფო კილაძე

მინდა მივმართო ტრანსგენდერებს! – სოფო კილაძე

პარლამენტის ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე თბილისის მერიასთან მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

 

„ძალიან სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა გუშინ. ტრანსგენდერმა ქალმა სცადა თავის დაწვა თბილისის მერიასთან.

 

ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ პანდემიის პირობებში, მოწყვლადი ჯგუფები სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებენ.

 

მინდა მივმართო ტრანსგენდერებს: დახმარებისთვის მიმართეთ თვითმმართველობებს, რომლებიც ახლა საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ყველა შესულ განცხადებაზე უსწრაფესად რეაგირებენ.

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ საჭიროებთ გადაუდებელ დახმარებას და ვერ მიიღებთ მას, აუცილებლად მომართეთ კომიტეტს, ან მომმართეთ მე პირადად სოციალურ ქსელში.

 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თბილისის მერიასთან ტრანსგენდერმა თავის დაწვა სცადა. არსებული ინფორმაციით, მას კანის გადანერგვა სჭირდება.

 

ამავე თემაზე:

Video: შემოსავლის გარეშე დარჩენილი სექსმუშაკები - ნახეთ რას ყვებიან ისინი
2020-04-23Video: შემოსავლის გარეშე დარჩენილი სექსმუშაკები - ნახეთ რას ყვებიან ისინი
ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X