17:25 | 2020-08-04 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მინდა ოჯახს ბოდიში მოვუხადო, მერჩივნა ეს მე დამმართნოდა – ნინო ჟვანიას პირველი კომენტარი ინციდენტის შემდეგ

მინდა ოჯახს ბოდიში მოვუხადო, მერჩივნა ეს მე დამმართნოდა – ნინო ჟვანიას პირველი კომენტარი ინციდენტის შემდეგ

მინდა ოჯახს ბოდიში მოვუხადო, მერჩივნა ეს მე დამმართნოდა – ამის შესახებ ბრალდებულ ბუსა ჟვანიას დედამ, ნინო ჟვანია საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

 

განზრახ მკვლელობის მცდელობა - ზურაბ ჟვანიას ვაჟს ბრალი დაუმძიმდა
2020-08-03განზრახ მკვლელობის მცდელობა - ზურაბ ჟვანიას ვაჟს ბრალი დაუმძიმდა

 

„მთავარია, ბავშვი გადარჩა და კარგად არის. მეორე მინდა ოჯახს ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ ჩემთვისაც ეს დიდი ტკივილია. თუ უფრო მეტი არა. მერჩივნა ეს მე დამმართნოდა. მესამე შემიძლია ვთქვა, რომ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ და ჯერ ახლა გამოვიხედეთ თვალში და ყველანი ძალიან ცუდად ვიყავით. ის რომ დამძიმდა ბრალი ჩემთვის ძალიან მძიმე იყო“, – თქვა ჟვანიამ.

 

შეგახსენებთ, 2 აგვისტოს თბილისში, საკუთარ სახლში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს.

 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბუსა ჟვანიამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფურიას, მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X