
ტელეკომპანია „რუსთავი2“ ასაჯაროებს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის, რევაზიშვილის წერილს, რომელიც მან ოჯახს მიწერა.
“ტოიტა ქამრის” მგზავრი ნიკოლოზ რევაზიშვილი მშობლებს წერს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის მკვლელობაში უდანაშაულოა.
იხსენებს 18 ივნისის საბედისწერო ღამეს, თუმცა საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო დეტალებზე დუმილს ამჯობინებს.
„ჩემთვის მთავარია იცოდეთ, რომ მართალი ვარ. რასაც ვიძახი სიმართლეა. თუ ვინმე იტყუება, საბედნიეროდ, თუ სამწუხაროდ არ ვიცი, თორემ სხვანაირად მოვიქცეოდი“,- წერს რევაზიშვილი.
შეგახსენებთ, 10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.
ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.
28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.
19 ივნისს, პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.
4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.























