11:30 | 2020-06-09 ავტორი: ნინი ტაველიძე

მინდოდა კოვიდინფიცირებული ვყოფილიყავი – ვლადიმირ ზელენსკი

მინდოდა კოვიდინფიცირებული ვყოფილიყავი – ვლადიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, მას უნდოდა COVID-ით ინფიცირებული ყოფილიყო. მისი თქმით, ვირუსის არ ეშინია.

 

სად იცხოვრებს პრეზიდენტობის შემდეგ - ვლადიმირ ზელენსკი ქვეყანას ასახელებს
2020-05-20სად იცხოვრებს პრეზიდენტობის შემდეგ - ვლადიმირ ზელენსკი ქვეყანას ასახელებს

 

„მინდოდა ეს ეტაპი ჩემს თავზე გამომეცადა, რათა ხალხის მდგომარეობა შემემსუბუქებინა.

 

როდესაც დეპრესიის პერიოდი დაიწყო, მე ჩემს გუნდს ვუთხარი – მოდი მე გავხდები ავად და იზოლაციაში მომაქციეთ.

 

მე ამას ნორმალურად გადავიტან. ასე ხალხი მიხვდება, რომ ეს საშიში არაა, ყველა შეიძლება გახდეს ავად. და ამას მათ ჩემი მაგალითით ვაჩვენებდი“,- ამბობს ზელენსკი.

 

თუმცა, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, შემდეგ მიხვდა ეს „ზედმეტი იქნებოდა“.

 

„ეს რთული არ იყო. მაგრამ ოჯახი ამას არ მაპატიებდა. ისინი მეტყოდნენ, რომ მე გიჟი ვარ და პრინციპში მართლებიც იქნებობდნენ“,- ამბობს ზელენსკი.

ავტორი: ნინი ტაველიძე

X