
მინეაპოლისში DW-ის გადამღები ჯგუფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ინფორმაციას DW თავად ავრცელებს.
ჟურნალისტ შტეფან ზიმონეს და ოპერატორ მაკს ფიორგის მიმართულებით პოლიციამ მაშინ გაისროლა, როდესაც რეპორტიორი პირდაპირ ეთერში ჩართვისთვის ემზადებოდა.
A DW reporter and his camera operator have been shot at with projectiles by Minneapolis police while covering the protests sparked by the killing of #GeorgeFloyd. pic.twitter.com/5jhcwd0Zzo
— DW News (@dwnews) June 1, 2020
ეს არ გახლავთ ერთადერთი ინციდენტი, რა დროსაც აშშ-ის მიმდინარე აქციების დროს ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეუშალეს. 30 მაისს პოლიციის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიები სააგენტო Reuters- ის თანამშრომლებს მოხვდათ.
29 მაისს კი, მინეაპოლისში რამდენიმე საათით ტელეკომპანია CNN-ის გადამღები ჯგუფის წევრები დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც პოლიციამ ძალის გამოყენებით 46 წლის მამაკაცი, ჯორჯ ფლოდი დააკავა. ფლოდის დაკავების ვიდეომ აშშ-ის მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია.
კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს, ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია. მოგვიანებით, ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.























