10:51 | 2020-05-30 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მინეაპოლისში მკვლელობისთვის ყოფილ პოლიციელს ბრალი წაუყენეს

მინეაპოლისში მკვლელობისთვის ყოფილ პოლიციელს ბრალი წაუყენეს

მინეაპოლისში ფერადკანიანი მამაკაცის გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში პოლიციის ყოფილი ოფიცერი დააკავეს.

 

VIDEO: პოლიციელი დაკავებულს კისერზე მუხლს აჭერს, ის შველას ითხოვს, ბოლოს კი მოძრაობას წყვეტს (აშშ)
2020-05-28VIDEO: პოლიციელი დაკავებულს კისერზე მუხლს აჭერს, ის შველას ითხოვს, ბოლოს კი მოძრაობას წყვეტს (აშშ)

 

დაკავებული დერეკ შოვენი ერთ-ერთია იმ ოთხ სამართალდამცველს შორის, რომლებსაც უფლებამოსილება შეუჩერდათ.

 

პროკურორ მაიკლ ფრიმანის განცხადებით, დერეკ შოვენს ბრალი წაუყენეს მესამე ხარისხის მკვლელობასა და ჯორჯ ფლოიდის არაგანზრახ მკვლელობაში.

 

ჯორჯ ფლოიდი სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა, რასაც მინეაპოლისში მასობრივი არეულობები მოჰყვა.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X